თავისუფლების აღკვეთა

თავისუფლების აღკვეთა
სასჯელის სახე, რაც ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, მოთავსდება არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში. თავისუფლების აღკვეთა არის ვადიანი და უვადო. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება 6 თვიდან ოც წლამდე ვადით. დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას - 30 წელს. უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ეს სასჯელი არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია 18 წელი, ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა 60 წელი.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "თავისუფლების აღკვეთა" в других словарях:

  • ადამიანის თავისუფლება და უსაფრთხოება — თავისუფლების უფლებებში განსაკუთრებული არაფერია. ადამიანის თავისუფლების უფლება ინგლისის კანონმდებლობაში ჩადებულ იქნა 1215 წელს „თავისუფლების დიდი ქარტიის“ მეშვეობით, თუმცა ეს ეხებოდა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს (ფეოდალ არისტოკრატებს).… …   Georgian encyclopedia

  • გაეროს კონვენციები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შესახებ — 1961 წლის კონვენციის 35 ე მუხლი განსაზღვრავს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. ამ მუხლის თანახმად, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეთანხმებაში მონაწილე მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო …   Georgian encyclopedia

  • დაპატიმრება — • წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით, ნიშნავს პირის დაჭერის აქტს დანაშაულის ჩადენის მომენტში ან შესაბამისად უფლებამოსილი პირის ნებართვით. Source: გაერთიანებული ერების …   Georgian encyclopedia

  • ოჯახური ძალადობა — • ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალდობის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის საოჯახო ძალადობა. საოჯახო ძალადობა მრავალი წლის მანძილზე ითვლებოდა პირად პრობლემად, რომელშიც სახელმწიფო და საკანონმდებლო სისტემა არ უნდა ჩარეულიყო. და მაინც საოჯახო ძალადობა… …   Georgian encyclopedia

  • დაკავება — • წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით, ნიშნავს ზემოაღნიშნული დაკავებული პირის მდგომარეობას Source: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დოკუმენტები / [საქ. ახალგ.… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»